კომპანიის შესახებ

შპს აუდიტორული კომპანია "ალტერ ეგო" დაფუძნდა 2005 წელს. მისი დამფუძნებლები არიან მაკონტროლებელ და საგადასახადო სფეროში საქმიანობის დიდი გამოცდილების მქონე პირები. კომპანიამ დაფუძნებისთანავე აქტიური მუშაობა დაიწყო აუდიტორულ, საბუღალტრო, იურიდიულ და საკონსულტაციო სფეროში. "ალტერ ეგო"-ს 2009 წლიდან დღემდე საგადასახადო და სხვა პროფესიული რისკები 500 000 ლარის ოდენობით დაზღვეული აქვს კომპანია "ჯი პი აი ჰოლდინგ"- ში. ჩვენ შევძელით მაღალ პროფესიულ დონეზე მომსახურება გაგვეწია 750-ზე მეტ ორგანიზაცია/დაწესებულებისათვის, როგორც საჯარო ასევე კერძო სამართლის იურიდიულ პირთათვის. ბაზარზე 10 წლიანი აქტიური საქმიანობის, დაგროვილი დიდი გამოცდილებისა და მაღალი პროფესიონალი კადრების ერთობლიობით ვაგრძელებთ წარმატებულ მუშაობას და წინსვლას ახალი იდეებით, საერთაშორისო მეთოდებითა და მომსახურების განახლებული პაკეტით.
ჩვენი პრონციპებია:
- მომსახურების ხელმისაწვდომი ფასები და მაღალი ხარისხი;
- მომსახურების დროს მიუკერძოებლობა და ობიექტურობა;
- სრული პასუხისმგებლობა შესრულებულ სამუშაოზე;
- სწრაფი რეაგირება ბაზრისადმი;
- მყისიერ შედეგზე ორიენტაცია;
- კლიენტებისადმი ინდივიდუალური მიდგომა, მათი პრობლემების სწრაფი ანალიზი და სწორი გადაწყვეტილებების მიღება;
- კონფიდენციალობა და პროფესიული ეთიკის დაცვა;
ჩვენი უპირატესობებია:
- 10 წლიანი აქტიური მუშაობის გამოცდილება;
- საუკეთესო პროფესიონალი გუნდი;
- ორინტაცია ინოვაციაზე ახალ ტექნოლოგიებზე;
- პროფესიონალური რისკების დაზღვევა;
|
ჩვენი პარტნიორები

დასახული მიზნის მისაღწევად აუდიტორული ფირმა ,,ალტერ ეგო” დიდ ყურადღებას უთმობს საკადრო პოლიტიკას. კომპანია დაკომპლექტებულია მაღალი პასუხისმგებლობის, მორალური და პროფესიული ეთიკის მქონე თანამშრომლებით, რომელთაც გააჩნიათ ფინანსურ სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება. ასევე, კომპანიაში მუშაობენ პერსპექტიული ახალგაზრდები, რომელთა პროფესიონალიზმის ამაღლებაზე მუშაობს სპეციალური ექსპერტთა ჯგუფი.
ჩვენ შევძელით მაღალ პროფესიულ ხარისხზე მომსახურება გაგვეწია 750-ზე მეტ ორგანიზაცია/დაწესებულებისათვის, როგორც საჯარო ასევე კერძო სამართლის იურიდიულ პირთათვის. გთავაზობთ იმ ორგანიზაციებისა არასრულ ჩამონათვალს, რომელთაც ემსახურებოდა "ალტერ ეგო" და ემსახურება დღემდე.
|